ახალი ამბები

იმედი მაქვს, ენტონი ბლინკენი მალე ეწვევა საქართველოს – ზურაბიშვილი

3 მარტი, 2022 • 854
იმედი მაქვს, ენტონი ბლინკენი მალე ეწვევა საქართველოს – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს შორის 3 მარტს სატელეფონო საუბარი შედგა.

ენტონი ბლინკენი ტვიტერზე წერს:

„ვესაუბრე პრეზიდენტ ზურაბიშვილს, რათა მადლობა გადამეხადა ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის უკრაინის მიმართ და  ხაზი გამესვა შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერისთვის უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“.

სალომე ზურაბიშვილი კი წერს, რომ იმედი აქვს, ენტონი ბლინკენი უახლოეს მომავალში ეწვევა საქართველოს.

სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი ნედ პრაისიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი