ახალი ამბები

აკრძალვის შემდეგ „ევროპაბეთი“ ონლაინ კაზინოს ლუდით არეკლამებს

2 მარტი, 2022 •
აკრძალვის შემდეგ  „ევროპაბეთი“ ონლაინ კაზინოს ლუდით არეკლამებს

აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვის შემდეგ „ევროპაბეთმა“ ამავე დასახელების ლუდი გამოუშვა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, გუშინ, პირველი მარტიდან ძალაში შევიდა ონლაინ სათამაშო ბიზნესის გამკაცრებული რეგულაციები და აიკრძალა აზარტული თამაშების რეკლამა.

დღეს, 2 მარტს კი „ევროპაბეთის“ ლუდის სარეკლამო რგოლი გავრცელდა.

ნეტგაზეთმა სცადა დეპუტატ დავით სონღულაშვილთან დაკავშირება, რომელიც სათამაშო ბიზნესის წინააღმდეგ შემუშავებული კანონის ავტორია, თუმცა ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.


1 მარტიდან ძალაში შევიდა ონლაინ სათამაშო ბიზნესის გამკაცრებული რეგულაციები. დღეიდან აიკრძალა აზარტული თამაშების რეკლამა. შეიზღუდა წვდომა ონლაინ თამაშებზე. ონლაინ კაზინოებით ვეღარ ისარგებლებენ საქართველოს 25 წლამდე მოქალაქეები, სოციალურად დაუცველი პირები, საჯარო მოხელეები და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირები. ჯამში, შეზღუდვები 1 მილიონამდე მოქალაქეს შეეხება. ასევე, პროვაიდერებს აეკრძალათ უცხოური სათამაშო ბიზნესის სასარგებლოდ მომხმარებლების მიერ გადახდების განხორციელება.

მასალების გადაბეჭდვის წესი