ახალი ამბები

„ჩვენგან არავინ ელოდება ისეთ ზომებს … მაგრამ ელიან სოლიდარობას“ – ზურაბიშვილი

28 თებერვალი, 2022 • 1282
„ჩვენგან არავინ ელოდება ისეთ ზომებს … მაგრამ ელიან სოლიდარობას“ – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს:

„ჩვენგან არავინ ელოდება რაღაც ისეთ ზომებს, რომელიც ამ ქვეყნას დააყენებს საფრთხის წინაშე, მაგრამ ჩვენ ყველა ელოდება სოლიდარობას“.

მისი თქმით, „საქართველოს ღირსება ყოველთვის იყო, რომ ჩვენი პრინციპების ერთგულნი ვიყავით და ვიდექით, სადაც საქართველო უნდა ყოფილიყო“.

პრეზიდენტის განცხადებით, მოქალაქეებთან ერთად, ისიც ელის სოლიდარობის საქართველოსგან:

„ამისთვის ჩამოვედი აქ, პარიზში, ხვალ ბრუსელში, რომ გამოვხატო ქართული სოლიდარობა უკრაინის მიმართ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

„იმ დროს, როცა მთელი ევროპა ერთიანია, ჩვენ უნდა გავხდეთ ამ ერთიანობის ნაწილი. დღეს იხსნება ახალი ფანჯარა, სადაც ევროპელები მზად არიან სხვანაირად განიხილონ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის მაგალითი. ჩვენ აქ უნდა ვიდგეთ. საქართველო, როგორც უკრაინა, არის ერთ-ერთი იმ ქვეყნებს შორის, რომელიც ხვალ იქნება ევროპის ნაწილი“, – აცხადებს პრეზიდენტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი