უკრაინამ დაიბრუნა კუნძული ზმეინი, რომლის დაცვასაც 13 უკრაინელი მესაზღვრე შეეწირა. ინფორმაციას UNIAN ავრცელებს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველზე დაყრდნობით.
როგორც ვადიმ დენისენკო ვიდეომიმართვაში ამბობს, ამჟამად კუნძული უკრაინის კონტროლის ქვეშაა. მანვე დასძინა, რომ მესაზღვრეები იცავენ უკრაინის საზღვრებს შავ ზღვაში.
გუშინ ზმეინის კუნძულს რუსეთის ხომალდი მიადგა და იქ მყოფ მესაზღვრეებს მოუწოდა, დანებებულიყვნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაბომბავდნენ.
მთავარი ფოტო: UNIAN
მე-2 დღეა, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს, მათ შორის, დედაქალაქ კიევს.რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მათი მიზანი „უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა“.ვრცლად:
რუსეთის სასტიკი თავდასხმა უკრაინაზე, დღე მე-2 — განახლებადი [Live]