ახალი ამბები

კიდევ ერთხელ მოგმართავთ, დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან – ზელენსკი პუტინს

25 თებერვალი, 2022 • 955
კიდევ ერთხელ მოგმართავთ, დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან – ზელენსკი პუტინს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთს მიმართავს და ვლადიმერ პუტინს მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომისკენ მოუწოდებს.

აღნიშნულის შესახებ ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ზელენსკიმ ასევე მოუწოდა ევროპის ქვეყნებს უკრაინის დაცვისკენ, რადგან „რუსეთის მიერ უკრაინაში შემოჭრა – ეს უბრალოდ შემოჭრა არაა, ესაა ევროპის წინააღმდეგ დაწყებული ომი“.

„მინდა კიდევ ერთხელ მივმართო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს. უკრაინის მთელ ტერიტორიაზე მიმდინარეობს ბრძოლა. მოდით, დავსხდეთ მოლაპარკების მაგიდასთან, რათა შევაჩეროთ ადამიანების დაღუპვა“, — თქვა ზელენსკიმ.


მე-2 დღეა, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).. პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს, მათ შორის, დედაქალაქ კიევს.რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მათი მიზანი „უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა“.ვრცლად:

რუსეთის სასტიკი თავდასხმა უკრაინაზე, დღე მე-2 — განახლებადი [Live]

მასალების გადაბეჭდვის წესი