25 თებერვალს, გამთენიისას, ლუგანსკის ოლქში დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა, არიან დაჭრილებიც.
ინფორმაცია და ფოტომასალა უკრაინის საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურმა გაავრცელა. საუბარია ლუგანსკის ქალაქ სტარობილსკში ქუჩების დაბომბვაზე.
არსებული ინფორმაციით, 6 ადამიანი მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს, ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
უწყება ამბობს, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს ქუჩის გაწმენდა.

უკრაინის დაბომბილი ქუჩები. ფოტო: უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო

ლუგანსკის დაბომბილი ქუჩები. ფოტო: უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო

ლუგანსკის დაბომბილი ქუჩები. ფოტო: უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო

ლუგანსკის დაბომბილი ქუჩები. ფოტო: უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო
რუსეთი უკვე მეორე დღეა, რაც უკრაინას ესხმის თავს. გამთენიიდან იბომბება კიევი, მათ შორის, დასახლებული პუნქტები. დაბომბვაზე, რომელიც დღეს დილას 04:00 საათზე დაიწყო.
რუსეთის სასტიკი თავდასხმა უკრაინაზე, დღე მე-2 — განახლებადი [Live]