ახალი ამბები

იბრძოლეთ ჩვენთვის – ზელენსკი რუსეთში საპროტესტო აქციებზე გამოსულ ხალხს

25 თებერვალი, 2022 • 1543
იბრძოლეთ ჩვენთვის – ზელენსკი რუსეთში საპროტესტო აქციებზე გამოსულ ხალხს

„იბრძოლეთ ჩვენთვის, იბრძოლეთ ომის წინააღმდეგ“ – ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მოსახლეობას.

25 თებერვალს, დილით ზელენსკიმ  სპეციალური ბრიფინგი გამართა და  ისაუბრა კიევის დაბომბვაზე, რომელიც დღეს დილას, 04:00 საათზე დაიწყო.

გამოსვლის ბოლოს რუსეთის მოქალაქეებს რუსულად მიმართა და თქვა:

„როგორც აღვნიშნე, დღეს ღამით გმირი ქალაქის – კიევის დასახლებული კვარტალების დაბომბვა დაიწყეს. ეს ყველაფერი გვახსენებს 1941 წელს. რუსეთის ფედერაციის ყველა მოქალაქეს, რომელიც გამოდის საპროტესტო აქციებზე, მინდა ვუთხრა – მე თქვენ გხედავთ. ეს ნიშნავს, რომ თქვენ ჩვენი ხმა გაიგონეთ, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ჩვენი დაჯერება დაიწყეთ, იბრძოლეთ ჩვენთვის, იბრძოლეთ ომის წინააღმდეგ.“

უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის პარალელურად რუსეთის ქალაქებში საპროტესტო აქციები იმართება. „არა ომს!“ – ასეთია აქციების მთავარი მოწოდება. ამის გათვალისწინებით, რუსეთში ასობით დემონსტრანტი დააკავეს.


რუსეთი უკვე მეორე დღეა, რაც უკრაინას ესხმის თავს. გამთენიიდან იბომბება კიევი, მათ შორის, დასახლებული პუნქტები.

რუსეთის სასტიკი თავდასხმა უკრაინაზე, დღე მე-2 — განახლებადი [Live]

 

მასალების გადაბეჭდვის წესი