ახალი ამბები

მშვიდობიანი მოქალაქეები ომის დროს უკრაინაში – ფოტოები

24 თებერვალი, 2022 • 2336
მშვიდობიანი მოქალაქეები ომის დროს უკრაინაში – ფოტოები

დღეს, 24 თებერვლის დილით, რუსეთმა  უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. დაიწყო ქალაქების დაბომბმვა, მათ შორის, კიევისა და ხარკოვის მიმდებარედ.

ქვეყანაში გამოცხადებულია საომარი ვითარება. საჰაერო სივრცე რუსეთის მოსაზღვრე რეგიონებში დაკეტილია. მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ, ქალაქებში ისმის გამაფრთხილებელი სირენების ხმა.

ადგილობრივების ნაწილი ცდილობს დატოვოს დიდი ქალაქები. ნაწილმა კი თავი შეაფარა, მათ შორის, მეტროსადგურებს.

 

მოქალაქეები კიევის ერთ-ერთ ავტოსადგურზე. ფოტო: Olga Shylenko/AFP/Getty Images

 

მოქალაქეები კიევის მეტროში, რომელიც ომის დროდ თავშესაფრად გადაკეთდა. ფოტო: AFP

 

მოქალაქეები ხარკოვში ლოცულობენ. ფოტო: CNN

 

კიევში აფეთქების შემდეგ დაზიანებული ინფრასტრუქტურა. ფოტო: EPA-EFE/MIKHAIL PALINCHAK

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ განახლებადი ახალი ამბები იკითხეთ აქ:

რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო — 24 თებერვლის ქრონოლოგია

მასალების გადაბეჭდვის წესი