ახალი ამბები

ცესკო რეგიონებში გასვლას იწყებს

2 მარტი, 2010 • 1182
ცესკო რეგიონებში გასვლას იწყებს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი თვმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი რეგიონების მოსახლეობას შეხვდება.  დღეს ის ცესკოს  სხვა თანამშრომლებთან ერთად კახეთში, კონკრეტულად კი თელავში ჩავა და ოლქის კომისიის წევრებს და ადგილობრივ მოსახლეობას გაეცნობა. როგორც “ნეტგაზეთს” ცესკოდან აცნობეს, ახალ თავმჯდომარეს სურს პირადად  გაიცნოს კომისის წევრები, გაეცნოს მათ პრობლემებსა და უპასუხოს კითხვებს.

თელავის შემდეგ შეხვედრები დაგეგმილია სიღნაღში. კახეთიდან ცესკოს წევრები სავარაუდოდ დასავლეთ საქართველოში გადაინაცვლებენ.
საბოლოოდ, გასვლითმა ტურმა მთლი საქართველო უნდა მოიცვას. სულ საქართველოში 76 ოლქია, მათ შორის ათი თბილისში.

მასალების გადაბეჭდვის წესი