ახალი ამბები

თბილისში ნახევარ ტონამდე გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი აღმოაჩინეს

4 თებერვალი, 2022 • 1628
თბილისში ნახევარ ტონამდე გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი აღმოაჩინეს

სურსათის ეროვნული სააგენტომ თბილისში, ლილოს დასახლებაში, ნახევარ ტონამდე გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი აღმოაჩინა.

მათი ცნობით, ხორცისა და ხორცპროდუქტების გადამამუშავებელი კუსტარულად მოწყობილი საწარმო, სურსათის ეროვნული სააგენტოს გვერდის ავლით, იგორ ტყემელაძის 14 ა ნომერში საქმიანობდა.

„საწარმოში გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ნახევარ ტონამდე ხორცი, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა, კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები, ეტიკეტირების წესის დარღვევა, ბიზნესოპერატორი ფუნქციონირებდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშეც.

სახეობრივი კვლევის მიზნით (ცხენისა და ვირის იდენტიფიკაცია), აღებულია ნიმუშები, რომლებიც ლაბორატორიული კვლევისთვის გაიგზავნება აკრედიტებულ ლაბორატორიაში (სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია)“, – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

სააგენტოს განცხადებით, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი, ხოლო დალუქული ხორცი განადგურდება სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით, კანონმდებლობის შესაბამისად.

მასალების გადაბეჭდვის წესი