ახალი ამბები

წლის ბოლომდე ინფექციურს ახალ ტერიტორიაზე გადავიტანთ — მინისტრი

31 იანვარი, 2022 •
წლის ბოლომდე ინფექციურს ახალ ტერიტორიაზე გადავიტანთ — მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის თქმით, წლის ბოლომდე თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს ახალი შენობა ექნება ახალ ტერიტოტორიაზე.

დღეს, 31 იანვარს, მთავრობის სხდომის შემდეგ, მინისტრმა თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება დაჩქარებულად მიიღეს.

„იქიდან გამომდინარე, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე ჩვენ მიცემული გვაქვს პირობა როგორც იქ იმ მოიჯარისთვის, სადაც არის ახლა ინფექციური საავადმყოფო, ასევე ინფექციური საავადმყოფოს მენეჯმენტისთვის, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე ჩვენ უკვე ახალ ტერიტორიაზე გადავიყვანთ მათ და გვექნება საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო და უმაღლესი სტანდარტის კლინიკა“, – ამბობს ის.

დამატებით კითხვაზე პასუხად აზარაშვილი დასძენს, რომ ეს „არის ძალიან კარგი, ახალაშენებული შენობა, დაახლოებით, 15 000 კვადრატულ მეტრამდე“.


თბილისის ინფექციური საავადმყოფოსთვის ახალი შენობის აუცილებლობის შესახებ თავად კლინიკა არაერთი წელია, რაც საუბრობს. ეს თემა კიდევ უფრო აქტუალური გახდა პანდემიის დროს.

თავად საავადმყოფომ გაავრცელა ფოტოები, სადაც ჩანს, თუ როგორ ჩამოდის ჭერიდან წყალი.

შენობას, რომელშიც ახლა ინფექციური საავადმყოფოა განთავსებული, „ავერსი“ ფლობს, ინფექციურის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, სწორედ ეს კომპანია არ აძლევთ მათ რემონტის საშუალებას.

ვრცლად ნახეთ:

რატომ არ აქვს ინფექციურს საკუთარი შენობა

მასალების გადაბეჭდვის წესი