ახალი ამბები

კვებეკში აუცრელებისთვის გადასახადი დაწესდება

12 იანვარი, 2022 • 1693
კვებეკში აუცრელებისთვის გადასახადი დაწესდება

კანადის ერთ-ერთ პროვინცია კვებეკში იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან აცრილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, დამატებითი გადასახადი დაწესდება.

ამის შესახებ პროვინციის პრემიერმა ფრანსუა ლეგომ განაცხადა, თუმცა ჯერჯერობით არ დაუკონკრეტებია გადასახადის ოდენობა.

ინფორმაციას ბრიტანული BBC ავრცელებს.

კვებეკის პროვინციის პრემიერის განცხადებით, გადასახადის შემოღება სამართლიანია და მისი ოდენობა „მნიშვნელოვანი“ იქნება.

ამჟამად კვებეკის მოსახლეობის მხოლოდ 12.8 პროცენტი არ არის ვაქცინირებული, თუმცა სწორედ არავაქცინირებულ პირებზე მოდის ჰოსპიტალური შემთხვევების თითქმის ნახევარი.

კვებეკი არ არის პირველი, სადაც არავაქცინირებული პირებისთვის დამატებითი ფინანსური სანქციები დაწესდა.

საბერძნეთის არავაქცინირებულ მოქალაქეებს ყოველთვიურად დამატებით 100 ევროს გადახდა უწევთ, ხოლო სინგაპურში არავაქცინირებულთათვის მკურნალობა უფასო არაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი