ახალი ამბები

მხარს არ ვუჭერთ სააკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას – „საქართველოსთვის“

4 იანვარი, 2022 • 2043
მხარს არ ვუჭერთ სააკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას – „საქართველოსთვის“

პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენელი, ანა ბუჩუკური ამბობს, რომ მათი გუნდი მხარს არ დაუჭერს საგამოძიებო კომისიის შექმნას.

საუბარია მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივაზე.

„საგამოძიებო კომისიის შექმნა ამ პირობებში არ არის სწორი, შესაბამისად, ჩვენი გუნდი ამ კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერს. მაშინ როდესაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ჯერ კიდევ ფუნქციონირებს.

ხაზს ვუსვამ – ეს ის ინსპექტორის სამსახურია, რომლის გაუქმებასთან დაკავშირებითაც როდესაც იღებდა „ქართული ოცნება“ გადაწყვეტილებას, „ნაციონალური მოძრაობა“ სხდომათა დარბაზში არც კი შემოსულა. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და წარმოუდგენელი, როდესაც, ფაქტობრივად, ხელშეწყობა ხდება ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტის გაუქმების გადაწყვეტილების მიღებისას“, – განაცხადა მან ჟურნალისტებთან.


3 იანვარს მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა, გიორგი მშვენიერაძემ თქვა, რომ სააკაშვილი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს და თვლის, რომ ასეთის ჩამოყალიბება მნიშვნელოვანია.

მალევე, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან თქვა, რომ თუ პარტია დაინახავს, სახელმწიფო ინსპექტორის ჩანაცვლება საგამოძიებო კომისიის შესაძლებელი იქნება, ისინი პარლამენტში შევლენ.

მისივე თქმით, პარტია დაიწყებს ოპოზიციის სხვა წევრებთან კონსულტაციებს.

ნახეთ ასევე:

ადვოკატი: სააკაშვილმა შესაძლოა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართოს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი