ახალი ამბები

არ ვარ წინააღმდეგი – კობახიძე სააკაშვილის საქმის საგამოძიებო კომისიაზე

4 იანვარი, 2022 • 1860
არ ვარ წინააღმდეგი – კობახიძე სააკაშვილის საქმის საგამოძიებო კომისიაზე

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ არ ეწინააღმდეგება მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას.

„შეიძლება, მე პირადად არ ვყოფილიყავი ასეთი კომისიის შექმნის წინააღმდეგი. როდესაც საუბარია სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობაზე, ყველამ ვიცით, რომ ამას არავითარი საფუძველი არ აქვს. რა თქმა უნდა, თუ ასეთი კომისია შეიქმნება, მხოლოდ ის დადგინება, რომ არავითარ არასათანადო მოპყრობას ადგილი არ ჰქონია“, – ამბობს კობახიძე.

საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის 50 დეპუტატია საჭირო. ჟურნალისტების დამატებით კითხვაზე, ხომ არ აპირებს „ოცნება“ შეავსოს ეს ადგილები, კობახიძე ამ შესაძლებლობასაც არ გამორიცხავს, რადგან ამბობს, რომ არასათანადო მოპყრობას ადგილი არ ჰქონია.

“ჩვენ ამაზე ვიმსჯელებთ. ჩემი პირადი პოზიცია, შეიძლება არც იყოს ცუდი, შეიძლება ვიფიქროთ ამ ხმების შევსებაზეც კი“, – დასძენს ის.


3 იანვარს მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა, გიორგი მშვენიერაძემ თქვა, რომ სააკაშვილი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს და თვლის, რომ ასეთის ჩამოყალიბება მნიშვნელოვანია.

მალევე, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან თქვა, რომ თუ პარტია დაინახავს, სახელმწიფო ინსპექტორის ჩანაცვლება საგამოძიებო კომისიის შესაძლებელი იქნება, ისინი პარლამენტში შევლენ.

მისივე თქმით, პარტია დაიწყებს ოპოზიციის სხვა წევრებთან კონსულტაციებს.

ადვოკატი: სააკაშვილმა შესაძლოა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართოს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი