23 აგვისტოს, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი გაიხსნიდან ერთ დღეში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა  73 სამართალდარღვევა გამოავლინეს.

დეპარტამენტის თქმით, გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 18 აკრძალული იარაღით, მეთოდით ან საშუალებით ნადირობის ფაქტია, 7 მონადირეს გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებელი არ ჰქონდა გადახდილი, 10 შემთხვევაში  კი სამართალდამრღვევები ქალაქის ტერიტორიაზე ნადირობდნენ.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის თანამშრომლებმა ერთი დღის განმავლობაში ამოიღეს 45 ფრინველების მოსაზიდი ხმოვანი მოწყობილობა.

როგორც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი იტყობინება, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის კონტროლს ქვეყნის მასშტაბით კიდევ უფრო გაამკაცრებენ.

ნადირობის სეზონი 2027 წლის 1 მარტამდე გაგრძელდება, ამ ხნის განმავლობაში კი დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს დაიცვან ნადირობის წესები, კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში კი, დარეკონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 153.