დღეს, 23 აგვისტოს, იმერეთში 67 წლის მამაკაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
როგორც “ნეტგაზეთს” შსს-ში განუცხადეს, მამაკაცი არასრულწლოვანის სექსუალურად შევიწროების საქმეში ფიგურირებდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც გულისხმობს ძალადობის გარეშე გარყვნილი ქმედებას დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან. მამაკაცს ბრალი ჯერ წარდგენილი არ ჰქონია.
