ახალი ამბები

პირველ აცრაზე 200 ლარს 50+ მოქალაქეები მიიღებენ

28 დეკემბერი, 2021 • 5495
პირველ აცრაზე 200 ლარს 50+ მოქალაქეები მიიღებენ

მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 200 ლარიანი წახალისების პროგრამა, რომელიც 60 წელს ზემოთ მოქალაქეებს პირველი აცრის შემდეგ ეძლეოდათ, იანვარშიც გაგრძელდება.

ამასთან, მთავრობის გადაწყვეტილებით, 200 ლარიანი წამახალისებელი პროგრამით უკვე 50 და მეტი ასაკის პირებიც ისარგებლებენ:

„გადაწყვეტილების შესაბამისად, იანვრის თვეში გაგრძელდება წახალისების პროგრამა, რომელიც გულისხმობდა 60 წელს ზემოთ ადამიანების 200 ლარით წახალისებას. აქვე სიახლეა, ასაკობრივი ზღვარი დაიწევს 50 წლამდე და 50 წელზე ზემოთ ვინც აიცრება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, ისიც მიიღებს 200 ლარიან დანამატს“ – განაცხადეს საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

შესაბამისად, 200-ლარიან ერთჯერად დანამატს მიიღებს 50 წლის და მეტი ასაკის ყველა ის მოქალაქე, ვინც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით პირველადად (ორი დოზის აცრის შემთხვევაში, პირველი დოზით ვაქცინაცია) აიცრება.

2021 წლის 21 დეკემბრის მონაცემებით, აღნიშნული წამახალისებელი პროგრამით 92 110 ადამიანმა ისარგებლა. ჯამში, 21 დეკემბრის მონაცემებით, ამ მიზნით 18 422 000 ლარი დაიხარჯა.

ვრცლად წაიკითხეთ – ვაქცინაციის წამახალისებელი პროგრამით 200 ლარი 60+ ასაკის 92 110-მა პირმა მიიღო

მასალების გადაბეჭდვის წესი