ახალი ამბებიეკონომიკა

რეკორდული გაუფასურების შემდეგ ლირა გამყარდა – 1$ ახლა 15 ლირა ღირს

20 დეკემბერი, 2021 • 11301
რეკორდული გაუფასურების შემდეგ ლირა გამყარდა – 1$ ახლა 15 ლირა ღირს

რეკორდული გაუფასურების შემდეგ, 20 დეკემბერს, თურქული ლირა შედარებით გამყარდა და ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 15.18 ლირამდე ჩამოვიდა.

მანამდე, დღის განმავლობაში, ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში ერთი ამერიკული დოლარი 18 ლირაზე მეტიც კი ღირდა.

ლირის გამყარება თურქეთის ცენტრალური ბანკის დღევანდელმა საფინანსო ინტერვენციამ გამოიწვია, თუმცა, მიმართვის გარეშე, ბანკი ზუსტ მონაცემს არ ავრცელებს, თუ რამდენი მილიონი აშშ დოლარი გაყიდა ეროვნული ვალუტის გასამყარებლად.

თურქეთში ეროვნული ვალუტის გაუფასურება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირების შემდეგ დაიწყო.

წელს განაკვეთი, საერთო ჯამში, 19 პროცენტიდან 14 პროცენტამდე შემცირდა. თურქეთში მაღალია ინფლაციის დონეც.

პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება გაგრძელდება და ქვეყანა ამ გზით ეკონომიკურად უპირატეს პოზიციაში ჩადგება, თუმცა ოპოზიციისა და დამოუკიდებელი ექსპერტების ნაწილის შეფასებით, პრეზიდენტის პოლიტიკა ზუსტ სამეცნიერო ცოდნას არ ეყრდნობა და ეს ეკონომიკას მხოლოდ აზიანებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი