ახალი ამბები

ეროვნული თანხმობის პროცესში მსხვერპლთა საკითხებზე მომუშავე NGO-ებიც ჩართულები არიან – პრეზიდენტის ადმინისტრაცია

20 დეკემბერი, 2021 • 1381
ეროვნული თანხმობის პროცესში მსხვერპლთა საკითხებზე მომუშავე NGO-ებიც ჩართულები არიან – პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით დაწყებულ “ეროვნული თანხმობის პროცესში” პოლიტიკურ პარტიებთან ერთად ჩართულები არიან მსხვერპლთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც. ამის შესახებ ადმინისტრაციის მიერ დღეს, 20 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

“პრეზიდეტის ინიციატივით წამოწყებული ეროვნული თანხმობის პროცესი არის რთული, კომპლექსური პროცესი, რომელიც არის ღია და გამჭვირვალე და არანაირად არ ატარებს საიდუმლო ხასიათს. ბოლო დღეებია ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაცია, რომლის წყაროც არ არის პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

ეროვნული თანხმობის პროცესის დასაწყისში პრეზიდენტი უსმენს ყველას, მართავს შეხვედრებს და დაინტერესებულია სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფების მოსაზრებებით, ინიციატივებითა თუ პოზიციებით, ეს ყოველივე არის ერთი მთლიანი ეროვნული თანხმობის პროცესის ნაწილი.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ პროცესში ჩართულები არიან არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიები, არამედ საზოგადოება და მათ შორის, მსხვერპლთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები”, – ნათქვამია განცხადებაში.

ადმინისტრაცია აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრები უკვე გამართა საქართველოს პატრიარქთან, ასევე, მეოთხე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან.

ამასთან, ადმინისტრაციის ცნობით, “ეროვნული თანხმობის პროცესი” გრძელდება და პრეზიდენტი შეხვედრებს აქტიურ რეჟიმში განაგრძობს.

დროა გამოვიდეთ ახალგაზრდული ჯახიდან და უფრო დამწიფებულ ახალ პოლიტიკაზე გადავიდეთ – ზურაბიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი