ახალი ამბები

საქართველოში ბუსტერ დოზის ინტერვალი 6-დან 5 თვემდე შემცირდა

7 დეკემბერი, 2021 •
საქართველოში ბუსტერ დოზის ინტერვალი 6-დან 5 თვემდე შემცირდა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე საქართველოში ე.წ. ბუსტერ დოზის გაკეთების ვადა 6-დან 5 თვემდე შემცირდა.

დოკუმენტის საფუძველზე, ქვეყანაში Pfizer/BioNTech ბუსტერ დოზით ადმინისტრირება უნდა განხორციელდეს ვაქცინაციის პირველადი კურსის დასრულებიდან მინიმუმ 5-თვიანი ინტერვალით, რაც მეორე დოზის გაკეთების თარიღიდან აითვლება.

უწყებაში აცხადებენ, რომ ბუსტერ დოზად შესაძლებელია გამოყენებული იყოს იგივე ან სხვა ვაქცინა.

Covid-19 საწინააღმდეგო ინაქტივირებული ვაქცინებით (სინოვაკი, სინოფარმი) აცრილი პირებისათვის კი ბუსტერ დოზა უნდა გაკეთდეს ვაქცინაციის პირველადი კურსის დასრულებიდან მინიმუმ 3-თვიანი ინტერვალით.

რაც შეეხება 12-15 წლის ასაკის მოზარდებს,  Covid-19 საწინააღმდეგო PfizerBioNTech ვაქცინის მეორე დოზით ადმინისტრირება რეკომენდებულია განხორციელდეს პირველი დოზის მიღებიდან 3-დან 12 კვირამდე ინტერვალით.

მასალების გადაბეჭდვის წესი