ახალი ამბები

პანდემიის სამართვად მთავრობას უფლებამოსილება 2023 წლამდე უხანგრძლივდება

6 დეკემბერი, 2021 • 1162
პანდემიის სამართვად მთავრობას უფლებამოსილება 2023 წლამდე უხანგრძლივდება

პანდემიის მართვასთან დაკავშირებით მთავრობას კანონით მინიჭებული უფლებამოსილებების ვადა 2023 წლის პირველ იანვრამდე უხანგრძლივდება.

როგორც პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრმა ლადო კახაძემ ნეტგაზეთს უთხრა, ცვლილება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში მხოლოდ თარიღს შეეხება და აქამდე არსებულ კანონით განსაზღვრულ მთავრობის უფლებამოსილებებს არა.

რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობას კორონავირუსის მასობრივი გავრცელების შესაფერხებლად და თავიდან ასაცილებლად შეეძლება:საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, დააწესოს შეზღუდვები, აკრძალოს გარკვეულ დროს პირთა გადაადგილება; კულტურული და სპორტული ღონისძიებების გამართვა; საჯაროდ შეკრება, სატრანპორტო საშუალებებით გადაადგილება, ეკონომიკური საქმიანობა, საჯარო სერვისების მიწოდება და ა.შ.

„როგორც წინა წელს 2022 წლამდე გადავწიეთ, ისე უნდა გადაიწიოს. წესით, თავიდან გვქონდა ჩვენ გაცხადებული და სწორი იქნებოდა პანდემიის ვადით, მაგრამ რადგან ასე მოითხოვა… არჩევნების პერიოდში ყველას შიში აქვს, რომ ვიღაცამ არ გამოიყენოს ადამიანის უფლებები…“, – განაცხადა ლადო კახაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი