ახალი ამბები

პარლამენტის წინ აღმართული ჯვარი ახალ პროექტამდე დარჩება — კალაძე

3 დეკემბერი, 2021 • 1490
პარლამენტის წინ აღმართული ჯვარი ახალ პროექტამდე დარჩება — კალაძე

კახა კალაძის თქმით, პარლამენტის წინ აღმართული ჯვარი დარჩება მანამ, სანამ არ დასრულდება ჩამნაცვლებელი პროექტი, რომელსაც მერია საპატრიარქოსთან ერთად გეგმავს.

საუბარია პარლამენტის წინ აღნართულ დიდი ზომის ჯვარზე, რომელიც ადგილზე 5 ივლისს ძალადობრივმა და ჰომოფობიურმა ჯგუფებმა დადგეს. 5 ივლისის შემდეგ, მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, ხელისუფლება ერიდება ჯვრის აღებას.

კალაძემ დღეს ჟურნალისტებთან განმარტა, რომ საქართველოს პარლამენტის წინ აღმართული ჯვარი სამომავლოდ შეიცვლება პროექტით, რომელიც საქართველოს საპატრიარქოსთან ერთად განხორციელდება, 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპულთა სულების უკვდავყოფის მიზნით.

„ველოდებით პროექტს, გვქონდა საუბარი საქართველოს საპატრიარქოსთან, რომ ამ მიმართულებით გარკვეული პროექტი განვახორციელოთ. მათ შორის, 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპულთა სულების უკვდავსაყოფად. ზოგადად, რუსთაველის გამზირს, ამ კონკრეტულ ადგილს ბევრი მძიმე დღე ახსოვს.

შესაბამისად, გაკეთდება პროექტი იმისთვის, რომ არასდროს დაგვავიწყდეს ეს დღეები და ეს ადამიანები. ეს კონსტრუქცია ჯერჯერობით იქნება, სანამ ახალი პროექტი განხორციელდება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.


ვრცლად:

რას უპირებს სახელმწიფო პარლამენტთან აღმართულ ჯვარს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი