ახალი ამბები

COVID 19: კახაძე მოქალაქეებს ურჩევს, პირისპირ არ ილაპარაკონ

1 დეკემბერი, 2021 • 1093
COVID 19: კახაძე მოქალაქეებს ურჩევს, პირისპირ არ ილაპარაკონ

პარლამენტის წევრი ექიმი ლადო კახაძე მოსახლეობას კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად ურჩევს, რომ ერთმანეთთან პირისპირ არ ისაუბრონ. ამის შესახებ მან დღეს, პირველ დეკემებერს, ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე განაცხადა.

„მუხლმოდრეკით გთხოვთ, აიცერით და, მარტო აცრა კი არ არის მთავარი, ის ვალდებულებები შევასრულოთ, რომელიც ამ საშინელი ვირუსის აცილებაში მოგვეხმარება – ეს არის ნიღაბი და ყველას ვთხოვ ამას. ნიღაბი წესივრად ვატაროთ და ერთმანეთს მივუთითოთ, ნუ მოვერიდებით. ერთმანეთთან ძალიან ახლოს პირისპირ ნუ ვილაპარაკებთ, განზე ელაპარაკეთ, მაგრამ აზრი აქეთ წამოვიდეს და ძალიან ბევრი ნუ შევიკრიბებით“, – განაცხადა ლადო კახაძემ.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 459 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 65 ადამიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი