ათასწლეულის ფონდის ორგანიზებით, „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს“ გალა დაჯილდოება წელს მეოთხედ გაიმართა.
ხუთ საკონკურსო კატეგორიაში დასახელდნენ. ერთ-ერთ ნომინაციაში – „2021 წლის პროფესიული განათლების საუკეთესო სტუდენტი“ გამარჯვებული სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის სტუდენტი მარიამ გვეტაძე გახდა, რომელიც დღეისათვის პირველი ქალია, ვინც ლოკომოტივის მართვის პროფესიას ეუფლება. საქართველოს რკინიგზა მარიამ გვენეტაძეს ულოცავს ამ გამარჯვებას და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებასა და წინსვლას უსურვებს.
შეგახსენებთ, რომ „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო“ ათასწლეულის ფონდის ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება. ღონისძიების მიზანია პროფესიული განათლების, როგორც ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების მნიშვნელოვანი კომპონენტის, განვითარება და პოპულარიზაცია.