ახალი ამბები

WHO ქვეყნებს სავალდებულო ვაქცინაციის განხილვისკენ მოუწოდებს

24 ნოემბერი, 2021 • 1236
WHO ქვეყნებს სავალდებულო ვაქცინაციის განხილვისკენ მოუწოდებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს სავალდებულო ვაქცინაციის განხილვისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას ამის შესახებ The Guardian ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ქვეყნებმა უნდა დაიწყონ მანდატორული კოვიდ-ვაქცინაციის იმპლემენტაციაზე მსჯელობა. ორგანიზაციის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი, რობ ბატლერი აცხადებს, რომ სავალდებულო ვაქცინაციას შეუძლია გაზარდოს ვაქცინაციის მაჩვენებელი, თუმცა ეს ყოველთვის ასე არაა. ამიტომაც ბატლერი ქვეყნებს ურჩევს ამ საკითხზე მუშობის დაწყებას.

აღნიშნულ განცხადებას წინ უძღოდა გერმანიის ტურიზმის კომისრის განცხადება, რომელმაც აღნიშნა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სავალდებულობის დანერგვის მოლოდინი აქვს. ავსტრია კი ვაქცინაციის მანდატორიზაციას თებერვლიდან გეგმავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი