ახალი ამბებისამართალი

“სირცხვილიას” ბათუმის ოფისის ლიდერი მოსამართლემ გაამართლა

19 ნოემბერი, 2021 • 1945
“სირცხვილიას” ბათუმის ოფისის ლიდერი მოსამართლემ გაამართლა

მოსამართლე ირმა ტოგონიძემ გაამართლა თამარ კურატიშვილი, რომელიც ბათუმში, სუს-ის შენობასთან დააკავეს 13 ნოემბერს მაშინ, როცა ის ვიდეოს იღებდა.

მოსამართლემ “სირცხვილიას” ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გაამართლა, როგორც წვრილმანი ხულიგნობის, ასევე პოლიციელების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ნაწილში.

მოსამართლემ ხაზი გაუსვა ვიდეომტკიცებულებას, სადაც ჩანს, რომ თამარ კურატიშვილი გზის სავალი ნაწილიდან ტროტუარზე გადადის და ამ დროს მას პოლიციელები ეუბნებიან, რომ ვიდეო არ გადაიღოს.

“არ გამიგია შეურაცხყოფა და ცუდი სიტყვა”, – აღნიშნა მოსამართლემ სამართალდარღვევის ოქმის ჩანაწერის პასუხად – პოლიციელების მტკიცებით, თამარ კურატიშვილმა “დაგეშილი ძაღლები” უწოდა.

“ალბათ, გაასაჩივრებთ,” – მიმართა მოსამართლემ პოლიციელს, რეზო ხარაზს, ვიდრე ის სასამართლო სხდომის დარბაზს დატოვებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი