ახალი ამბები

„სირცხვილია“ რუსული კანონის რეესტრში დარეგისტრირდება

30 აგვისტო, 2024 •
„სირცხვილია“ რუსული კანონის რეესტრში დარეგისტრირდება

მოძრაობა „სირცხვილია“ რუსული კანონის შედეგად შექმნილ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის რეესტრში“ დარეგისტრირდება.

ამის შესახებ განცხადება მოძრაობამ თავის ფეისბუქ-გვერდზე გამოაქვეყნა.

ამ გადაწყვეტილებას „სირცხვილიას“ წევრები იმითი ხსნიან, რომ:

  • ორგანიზაციას აქამდეც ეძახდნენ სხვადასხვა ეპითეტს, და ამის ფორმალურად გაფორმებას „დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან თუკი რამე ზიანი შეიძლებოდა მოეტანა ამ იარლიყებს, უკვე მოიტანა“;
  • „კანონის ახალი რედაქციით აგენტის სტატუსი არაა გათვალისწინებული, ამიტომ, თვითონ რეგისტრაცია ან არ-რეგისტრაცია არ განაპირობებს, მიიღებს თუ არა ორგანიზაცია აგენტის სტატუსს – ეს ისევ დამოკიდებულია ხელისუფლების პროპაგანდაზე“;
  • „ცუდი ვარიანტებიდან ვეცადეთ, აგვერჩია შედარებით ნაკლებად ცუდი ვარიანტი საქმისთვის“;
  • „ჩვენი მთავარი ამოცანაა, დასახული მიზნები, — გვიახლოვდება არჩევნები, – მას შევხვდეთ მზად და შევინარჩუნოთ ორგანიზაცია და რესურსები, არ დაგვეკისროს ჯარიმა;
  • „ხელისუფლება კანონით იტოვებს უფლებას, [თუ არ მოხდება ნებაყოფლობით რეგისტრაცია], იძულებით დაარეგისტრიროს ორგანიზაცია“;

ვიდეოში აქტივისტები ამბობენ, რომ მრავალჯერადი ჯარიმების გამო ორგანიზაცია, ერთხელ, ვეღარ შეძლებს ჯარიმების გადახდას და შეაჩერებს მუშაობას, ხოლო სწორედ ეს უნდა ხელისუფლებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი