ახალი ამბები

ხაზარაძის თქმით, სააკაშვილის გადაყვანის კონტექსტში გორის ჰოსპიტალი თავად კუჭავამ ახსენა

16 ნოემბერი, 2021 • 1995
ხაზარაძის თქმით, სააკაშვილის გადაყვანის კონტექსტში გორის ჰოსპიტალი თავად კუჭავამ ახსენა

„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ 8 ნოემბერს, პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრისას სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის შესაძლებლობაზე საუბარი თავად კახა კუჭავამ წამოიწყო.

გუშინ, 15 ნოემბერს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ განაცხადა, რომ ოპოზიციის წევრებმა მას მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე შუამდგომლობა სთხოვეს და მათ შორის, გორის სამხედრო ჰოსპიტალზეც თანახმა იყვნენ:

„ბატონი კუჭავა ამ ამბავს იხსენებს დღეს. ჩვენი შეხვედრა კი 8 რიცხვში იყო. ჩვენ კოალიციასთან შეთანხმებით მივედით. მიხეილ სააკაშვილი ჯერ კიდევ რუსთავის ციხეში იყო. ვთხოვეთ კუჭავას, როგორც პარლამენტის სპიკერს, გაკეთებინა შეხვედრის ორგანიზება, რომ კოალიცია და მმართველი პარტია შევხვედრილიყავით და ის მარაზმი აგვეცილებინა თავიდან, რაც დღეს ხდება.

გორი თვითონ ახსენა, გორიც შეიძლება ამ სიაში იყოს? ჩვენთვის გორიც მისაღები იქნებოდა და ნებისმიერი კლინიკაც, მთავარი იყო, ციხეში არაფერი დამართნოდა. მან თქვა, რომ ალბათ გაჭირდება ამის ორგანიზება. იმიტომ, ჩვენ რომ გვხვდებოდა, ამ დროს სპეცოპერაცია მზადდებოდა და ორ საათში მიხეილ სააკაშვილი გლდანში გადაიყვანეს“, – ამბობს მამუკა ხაზარაძე.

15 ნოემბერს ბიუროს სხდომაზე კახა კუჭავამ თქვა, რომ ოპოზიციის წევრებმა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე შუამდგომლობა სთხოვეს და მათ შორის, გორის სამხედრო ჰოსპიტალზეც თანახმა იყვნენ . თუმცა კუჭავას არ დაუკონკრეტებია, ოპოზიციის რომელ წევრებზე საუბრობს.

„ტრაგედიაა, როცა მანიპულირება ხდება ფაქტებით. საერთოდ, დაკარგულია გულწრფელობა. ჩემთან მოდიან,  მთხოვენ დახმარებას. მაგალითისთვის, როდესაც მოსული იყო რამდენიმე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, მთხოვეს პარლამენტის მხრიდან მეშუამდგომლა გადაყვანაზე  და გორის ჰოსპიტალზეც თანახმა იყვნენ.

მეორე დღეს ოპოზიციური სპექტრი გამოდის და ამბობს, რომ გორში აპირებენ გადაყვანას და შემდეგ ოსებზე გადაცემასო. თან პრობლემის გადაჭრისთვის ვითომ გზებს გვთავაზობენ და ამავე დროს ცდილობენ ამავე საკითხებით მანიპულირებას და წინსწრებით გარკვეული სპეკულაციებით კიდევ უფრო დაძაბოს მდგომარეობა“, – განაცხადა კუჭავამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი