ახალი ამბები

სააკაშვილი ხვალინდელ სასამართლო პროცესზე დასწრებას ითხოვს

14 ნოემბერი, 2021 • 1423
სააკაშვილი ხვალინდელ სასამართლო პროცესზე დასწრებას ითხოვს

მიხეილ სააკაშვილის ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე აცხადებს, რომ დღეს, 14 ნოემბერს ექსპრეზიდენტი თავს ისევ სუსტად გრძნობდა, თუმცა ის ითხოვს, რომ ხვალ, 15 ნოემბერს დანიშნულ სასამართლოზე დასწრების საშუალება მიეცეს.

ყიფშიძის თქმით, დღეს 13 ნოემბრისაგან განსხვავებით სააკაშვილმა შეძლო პალატიდან პაემნების ოთახში ჩასვლა და მასთან შეხვედრა.

ბექა ბასილაიამ, სააკაშვილის ადვოკატმაა განაცხადა, რომ სასამართლო ხვალ, 11 საათზეა დანიშნული.

“პიჯაკების საქმე ჩანიშნულია 11:00 საათზე, სასამართლოდან მოთხოვნა, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანასთან დაკავშირებით, გაიგზავნა პარასკევს, შესაბამისად, ყველანაირი სამართლებრივი პროცედურული საფუძველი, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის არსებობს”, – განაცხადა ბასილაიამ მთავარი არხის ცნობით.

სააკაშვილი წინა სასამართლო სხდომაზე, რომელიც 7 ნოემბრის საქემს ეხებოდა, პროცესს არ დაასწრეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი