კომენტარი

ზელენსკის განცხადება მიხეილ სააკაშვილზე

14 აპრილი, 2023 •
ზელენსკის განცხადება მიხეილ სააკაშვილზე

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე ახლა საქართველოს “ეთიკურ გადაწყვეტილებაზეა” დამოკიდებული. უკრაინული მედიის ცნობით, ზელენსკიმ სააკაშვილის საკითხზე, რომელიც უკრაინის მოქალაქე და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტია, ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

“მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე ახლა დამოკიდებულია არა პოლიტიკურ, არა რაღაც პერსონალურ, არამედ მთლიანად ეთიკურ გადაწყვეტილებაზე… რომელსაც მკაფიო და სოლიდური სამართლებრივი საფუძველი აქვს.

თუ ადამიანს სამედიცინო დახმარება სჭირდება, მისი სიცოცხლეა ამაზე დამოკიდებული, მაშინ ამ ნაბიჯის გადადგმა აუცილებელია.

ვიცი, რომ მიხეილის ადვოკატებმა სტრასბურგს მიმართეს გადაუდებელი თხოვნით, უზრუნველყოფილი იყოს მისი ადეკვატური მკურნალობა. და, როგორც ჩანს, ეს მისი სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთი გზაა”, – განაცხადა ზელენსკიმ.

სტრასბურგის სასამართლოს სააკაშვილის ადვოკატებმა მიმდინარე კვირაში მიმართეს.

„ვერ ვხვდები, მოსამართლემ როგორ უნდა დაასაბუთოს ის, რაც გამოაცხადა“ — მუხაშავრია

 

მასალების გადაბეჭდვის წესი