ახალი ამბები

სააკაშვილის სასამართლო სხდომა 9 იანვრისთვის გადაიდო

30 დეკემბერი, 2022 • 1298
სააკაშვილის სასამართლო სხდომა 9 იანვრისთვის გადაიდო

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი, სადაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მისი სასჯელის გადავადება/გათავისუფლების საკითხი უნდა განხილულიყო, 9 იანვრისთვის გადაიდო.

სააკაშვილის ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, სხდომა მოსამართლემ გიორგი არევაძემ გადადო, რადგან სხვა პროცესზე განაჩენის გამოსაცხადებლად სათათბიროდ გავიდა.

ადვოკატის თქმით, დღევანდელ სხდომაზე ამერიკელი ნევროლოგის, შაჰინ ლახანის გამოკითხვა იგეგმებოდა. პროცესის გადადების შესახებ ინფორმაციის გავრცელებამდე ხაჭაპურიძე “მთავარ არხთან” ამბობდა, რომ სადღესასწაულო დღეებში სასამართლო პროცესების ჩანიშვნის შესახებ შუამდგომლობის დაყენება სურდათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი