ახალი ამბები

ხელოვნების მუზეუმის დირექტორის თანაშემწემ თანამდებობა დატოვა

14 ნოემბერი, 2021 • 1784
ხელოვნების მუზეუმის დირექტორის თანაშემწემ თანამდებობა დატოვა

შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების მუზეუმის დირექტორის თანაშემწემ თანამდებობა დატოვა. როგორც დავით ნიორაძე აცხადებს, ის ხელმძღვანელობას დაქვეითებას სთხოვდა, რადგან არ სრუდა ყოფილიყო იმ ადმინისტრაციის ნაწილი, რომლის პოლიტიკასა და სამუზეუმო საქმისადმი მიდგომას კატეგორიულად არ ეთანხმება, თუმცა მისი თხოვნა არ დაკმაყოფილდა.

დავით ნიორიძე

“არაერთხელ დამიფიქსირებია ჩემი პოზიცია მუზეუმის ბოლოდროინდელ ამბებთან დაკავშირებით. საჯაროდ, პროფესიულ წრეებში. ამ ნაბიჯის გადადგმა დროის ამბავი იყო, მაგრამ ბევრი რამე მაკავებდა: ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანები და საქმე, რომელსაც ამდენი წელია ვაკეთებ და ძალიან მიყვარს. ჩემი მოთხოვნა იყო: დირექტორის თანაშემწის პოზიციიდან – კურატორის თანაშემწის პოზიციაზე გადაყვანა, უფრო დაბალ პოზიციაზე, უფრო დაბალი ხელფასით. იმიტომ, რომ არ მინდოდა ადმინისტრაციული დეპარტამენტის წევრობა, რომლის ადმინისტრაციულ პოლიტიკასა და სამუზეუმო საქმისადმი მიდგომას კატეგორიულად არ ვეთანხმები. სექტემბრის თვიდან ორჯერ მივმართე ოფიციალური წერილით შალვა ამირანაშვილის სახ. საქართველოს ხელოვნების მუზეუმის ახალ დირექტორს პოზიციის შეცვლის მოთხოვნით. პასუხად მივიღე ნოემბრის თვის ხელშეკრულება იგივე პოზიციით. ანუ უარი და რამდენიმე დღის წინ საბოლოო უარი სიტყვიერად. არჩევანია ასეთია: ან დავთანხმდე და ხელშეკრულებას ხელი მოვაწერო, ან FIN ! რა თქმა უნდა ვირჩევ მეორეს. გული მწყდება მუზეუმის ძალიან ბუნდოვან მომავალზე. ჩემთვის ძვირფას ადამიანებს ვუხდი ბოდიშს. ეს ჩემი მტკიცე პოზიციაა! თუ ამ არჩევანის წინაშე მაყენებენ, გადაწყვეტილების მიღება არ არის ძნელი’, – წერს ნიორაძე ფეისბუკზე.

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნური მუზეუმი ინგრევა. გარდა უშუალოდ შენობის ისტორიული ღირებულებისა, აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში აქ საქართველოს ხელოვნების ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნიმუშები ინახებოდა, მათ შორის, ანჩის ხატი.

შენობა რომ ავარიულია, ამაში კულტურის სამინისტრო წინა ხელისუფლებას ადანაშაულებს.

ამ თემაზე ნეტგაზეთი გირჩევთ:

თბილისი კარგავს 2-საუკუნოვან ისტორიულ მუზეუმს – სამინისტრო წინა ხელისუფლებას ადანაშულებს

მიმდინარე წლის ზაფხულში ხელოვნების მუზეუმის ყოფილმა მმართველმა ეკა კიკნაძემ განაცხადა, რომ  მას პოზიცია შეუცვალეს და „ჩამოალაბორანტეს“ – ამ სიტყვის ბუკვალური მნიშვნელობით.

მასალების გადაბეჭდვის წესი