ახალი ამბები

პატიმრებზე საუბარი დავასრულე – ღარიბაშვილი სააკაშვილზე კომენტარს აღარ აკეთებს

11 ნოემბერი, 2021 • 1097
პატიმრებზე საუბარი დავასრულე – ღარიბაშვილი სააკაშვილზე კომენტარს აღარ აკეთებს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უარს ამბობს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კომენტარების გაკეთებაზე.

„პატიმარსა და პატიმრებზე მე საუბრი დავასრულე. ქვეყანაში არის უამრავი საკითხი, უამრავი პრობლემა და მე მხოლოდ ამ საკითხებზე მაქვს კონცენტრირება“, – განუცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს სააკაშვილთან დაკავშირებით კითხვაზე.

ჟურნალისტებმა პრემიერს ჰკითხეს სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებაც, თუმცა მან განაცხადა:

„მე არ მსურს, ამ თემაზე ვრცელი კომენტარი გავაკეთო. ეს არ არის ჩემი პრეროგატივა. იუსტიციის მინისტრი უახლოეს რამდენიმე საათში წარდგება საზოგადოების წინაშე და გააკეთებს განმარტებას“.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

ასევე, სასამართლომ თქვა, რომ მთავრობამ უნდა უზრუნველყოს საპყრობილეში ყოფნისას მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოება და სათანადო სამედიცინო მომსახურება შიმშილობის შეწყვეტის შემდგომ პერიოდში.

გირჩევთ ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი