შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, კარლ ბილდტი ეხმაურება მიხეილ სააკაშვილის სასამართლოს და აცხადებს:
„მართლაც აღმაშფოთებელია, რომ მიხეილ სააკაშვილს უარი ეთქვა საკუთარ სასამართლო პროცესზე დასწრების უფლებაზეც კი“.
„სტალინის საბჭოთა პერიოდში მოსკოვის ცნობილი საჩვენებელი სასამართლო პროცესებიც კი არ წასულა ასე შორს“, – წერს ბილდტი ტვიტერზე.
It’s indeed outrageous that @SaakashviliM is refused even the right to attend his own trial. Even the famous Moscow show trials in Stalin’s Soviet days didn’t go that far. https://t.co/LBfKTibDxO
— Carl Bildt (@carlbildt) November 10, 2021
10 ნოემბერს, სასამართლო სხდომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, რომელზეც უნდა განხილულიყო 7 ნოემბრის საქმე, რაზეც ერთ-ერთი ბრალდებულია სააკაშვილი , ცნობილი გახდა, რომ პენიტენციურმა სამსახურმა სხდომათა დარბაზში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანაზე უარი განაცხადა.
უწყება ახსენებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც, „იგეგმებოდა მ. სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში ეტაპირებისათვის ხელის შეშლის მიზნით, დაწესებულებასთან მისასვლელი საავტომობილო გზების ბლოკირება, რიგი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა საკუთრებაში არსებული ავტომანქანების საშუალებით“.
პროკურორი ჯარჯი წიკლაური აცხადებს, რომ შექმნილია „ხელოვნური აჟიოტაჟი, თითქოს ვინმეს ეშინია მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით სასამართლოს გამართვის“.