ახალი ამბები

მცენარე, რომელიც სამოაში ხარობს, შესაძლოა „იბუპროფენივით“ ეფექტიანი იყოს – კვლევა

4 ნოემბერი, 2021 • 1311
მცენარე, რომელიც სამოაში ხარობს, შესაძლოა „იბუპროფენივით“ ეფექტიანი იყოს – კვლევა

ახალი კვლევის მიხედვით, მცენარე, რომელსაც სამოას ტრადიციულ მედიცინაში იყენებენ, შესაძლოა იბუპროფენივით ეფექტიანი იყოს.

როგორც The Guardian კვლევაზე დაყრდნობით წერს, მცენარე (matalafi), რომელიც სამოაში ფართოდაა გავრცელებული, იბუპროფენის მსგავსად შეუძლია ჩააცხროს ანთებითი პროცესი.

მცენარეს საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ ანთებითი პროცესის, ცხელების, სხეულის ტკივილის, შეშუპების, სპილოს სნეულების და რესპირატორული ინფექციების სამკურნალოდ:

„თავდაპირველად კვლევის მიმართ სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი. ამ მცენარის ირგვლივ ბევრი ეჭვი იყო. მინდოდა გამეგო, შევძლებდით თუ არა ტრადიციულ მედიცინაში გამოყენებული მცენარის ეფექტურობის დადასტურებას თანამედროვე მედიცინაში“, – ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი მოლიმაუ-სამასონი.

გარდიანის ცნობით, კვლევა, რომელიც სხვა მეცნიერების მიერ უკვე გადამოწმებულია, ამერიკის შეერთებული შტატების მეცნიერების ეროვნული აკადემიის ჟურნალში გამოქვეყნდება.

კვლევს ავტორის თქმით, კვლევის შედეგად გამოვლინდა არა მხოლოდ მისი ეფექტიანობა, როგორც ანთების საწინააღმდეგო საშუალების, არამედ პოტენციალი როგორც კიბოსა და ნეიროდეგენერაციული და კარდიოვასკულარული დაავადებების წინააღმდეგ, ასევე, დიაბეტისა და კორონავირუსის სამკურნალოდაც კი.

როგორც გამოცემა წერს, ტრადიციულ მედიცინაში მცენარის ფოთლებს ნაყავენ და პაციენტს მის წვენს ასმევენ. ზოგ შემთხვევაში კი ფოთლებს ჭრილობაზე შესაზელადაც იყენებენ:

კვლევის ავტორი აღიარებს იმ სკეპტიციზმს, რომელიც ტრადიციული მედიცინის მიმართ არსებობს.

მისი თქმით, პრობელმურია, როდესაც ადამიანი მხოლოდ ერთი ტიპის მკურნალობაზეა ორიენტირებული და სიმსივნის საწინააღმდეგოდ, მაგალითად, მცენარეების ნაყენებს იყენებს, საავადმყოფოში კი მე-4 სტადიის დაავადებით მიდის, რა დროსაც თანამედროვე მედიცინას უჭირს რაიმეს გაკეთება.

„ბევრისთვის ტრადიციული მედიცინა უბრალოდ რამდენიმე ფოთლის ერთმანეთში შერევაა, რომელსაც პაციენტებში პლაცებოს ეფექტი აქვს. თუმცა უნდა გავიხსენოთ, რომ მრავალი თანამედროვე ფარმაცევტული პროდუქტი ტრადიციულ მედიცინაში გამოყენებულ ნივთიერებებს ეფუძნება, მათ შორის ასპირინიც“, – ამბობს ის.

მასალების გადაბეჭდვის წესი