ახალი ამბები

“ვათენებთ გუბერნიასთან. შენობაში მშვიდად ვერავინ შევა” — ანი წითლიძე

4 ნოემბერი, 2021 • 3239
“ვათენებთ გუბერნიასთან. შენობაში მშვიდად ვერავინ შევა” — ანი წითლიძე

ზუგდიდში, მეუნარგიას ქუჩაზე გამართული დემონსტრაციის შემდეგ, აქციის მონაწილეების ნაწილმა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან გადაინაცვლეს.

დეპუტატი ანი წითლიძე აცხადებს, რომ არ დაიშლებიან, ვიდრე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო საავადმყოფოში არ გადაიყვანენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

“ვათენებთ გუბერნიასთან. სანამ მიშას არ გადაიყვანენ კლინიკაში, გუბერნიის შენობაში მშვიდად ვერ შევა ვერავინ”, — წერს წითლიძე.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 34-ე დღეა შიმშილობს. მთავრობა უარს ამბობს მის გადაყვანაზე სამოქალაქო საავადმყოფოში და აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი