ახალი ამბები

ბოლო 24 საათში საქართველოში მხოლოდ 3868 აცრა ჩატარდა

3 ნოემბერი, 2021 • 953
ბოლო 24 საათში საქართველოში მხოლოდ 3868 აცრა ჩატარდა

2 ნოემბერს საქართველოს მასშტაბით მხოლოდ 3 868 ადამიანი აიცრა.

ინფორმაციას ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრი (NCDC) ავრცელებს. 3 868 ადამიანს შორის, რომლებიც გასული 24 საათის განმავლობაში აიცრა, არიან როგორც პირველი, ასევე მეორე დოზით ვაქცინირებულები.

NCDC-ის ინფორმაციით 3 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით სულ ჩატარებულია 1 986 729 აცრა, აქედან, სულ მცირე, ერთი დოზით ვაქცინირებულია 1 040 022 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 36.6 %-ს შეადგენს.

სრულად ვაქცინირებულთა რიცხვი კი 944 520-ია, რაც მოზრდილი მოსახლეობის 33.1%-ს შეადგენს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების 6 024 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 49 ადამიანი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 2 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.33%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.13% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.46%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 6 024 ახალი შემთხვევა შემდეგნაირად ნაწილდება:

  • თბილისი – 2 237,
  • აჭარა – 229,
  • იმერეთი – 1 148,
  • ქვემო ქართლი – 417,
  • შიდა ქართლი – 508,
  • გურია – 183,
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 401,
  • კახეთი – 553,
  • მცხეთა-მთიანეთი – 124,
  • სამცხე-ჯავახეთი – 163,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 61.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 49 114, საიდანაც 6 546 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 337 პირი.

მასალების გადაბეჭდვის წესი