ახალი ამბები

უბნების დახურვიდან 16 საათის შემდეგ თბილისში ერთის გარდა ყველა უბანი დათვლილია

31 ოქტომბერი, 2021 •
უბნების დახურვიდან 16 საათის შემდეგ თბილისში ერთის გარდა ყველა უბანი დათვლილია

თბილისში ამ დროისთვის [11:47 საათი] 769 საარჩევნო უბნიდან 768 უბანი დათვლილია, დარჩა ერთი, რომლის შემაჯამებელი ოქმის ცესკოს ოფიციალურ საიტზე ჯერ არ ატვირთულა.

დღევანდელ პრესკონფერენციაზე ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა თქვა, რომ მიუხედავად გარკვეული შეფერხებებისა, არჩევნების მეორე ტური შედგა და საარჩევნო ადმინისტრაციამ  ოპერატიულად წარმოადგინა მონაცემები.

რაც შეეხება თბილისს, წინასწარი მონაცემებით, აქ „ქართული ოცნების“ კანდიდატი, კახა კალაძე იგებს. მან ხმების 55.607% მიიღო, ხოლო მისმა ოპონენტმა, ნიკა მელიამ – 44.393%

„თბილისში 769 საარჩევნო უბნიდან, მხოლოდ ერთი უბნის შედეგი არ არის ატვირთული – ტექნიკურ ხარვეზთან გვაქვს საქმე და რამდენიმე წუთში ეს ხარვეზი გასწორებული იქნება,“ — ამბობს კალანდარიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი