ახალი ამბები

„ოცნება“ ჩხოროწყუში საკრებულოს უმრავლესობას კარგავს

31 ოქტომბერი, 2021 • 3841
„ოცნება“ ჩხოროწყუში საკრებულოს უმრავლესობას კარგავს

ჩხოროწყუში მუნიციპალური არჩევნების მეორე ტურის პირველადი შედეგებით, „ქართული ოცნება“ საკრებულოში უმრავლესობას კარგავს: მას 27-დან 12 წევრი ეყოლება, ენმ-ს, „ლელოს“ და გიორგი გახარიას პარტიას კი ერთად, ჯამში, 15.

საკრებულო 27 წევრისგან შედგება. 18 მათგანი პროპორციული წესით აირჩევა, ხოლო 9 – მაჟორიტარული წესით.

„ნეტგაზეთის“ დაჯამებული მონაცემებით, პირველ ტურში 18 პროპორციული მანდატი ასე გადანაწილდა:

  • „ნაციონალური მოძრაობა“ – 6
  • „ლელო“ – 1
  • გიორგი გახარიას – 4
  • ქართული ოცნება – 7

ამასთან, 9 მაჟორიტარული ოლქიდან 4-ში პირველივე ტურში გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“, 5 ოლქში კი მეორე ტური დაინიშნა.

მეორე ტურის პირველადი შედეგებით, „ქართულმა ოცნებამ“ მხოლოდ ერთ მაჟორიტარულ ოლქში მოიპოვა გამარჯვება, „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ 1-ში, გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“ კი 3 მაჟორიტარული ოლქი მოიგო.

ჯამში საკრებულოში წევრების რაოდენობა ასე გადანაწილდა:

  • „ნაციონალური მოძრაობა“ – 7
  • „ლელო“ – 1
  • გახარიას „საქართველოსთვის“ – 7
  • „ქართული ოცნება“ – 12

საკრებულოს თავმჯდომარის დანიშნვას 14 წევრის ხმა სჭირდება. შესაბამისად, „ქართული ოცნება“, ამ შედეგებით, დამოუკიდებლად ვერ ახერხებს ორგანოს გაკონტროლებას.

ჩხოროწყუს მერი, მეორე ტურის პირველადი მონაცემებით, მოქმედი მერი, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დათო გოგუა გახდა.

მან 50.9%-ით 49.1% სძლია ენმ-ის კანდიდატ ბადრი ქარჩავას.


გარეკანის ფოტო: ლაშა ჟვანია

მასალების გადაბეჭდვის წესი