ახალი ამბები

სააკაშვილი გლდანის ციხეში გადაყვანაზე უარს აცხადებს

26 ოქტომბერი, 2021 • 1076
სააკაშვილი გლდანის ციხეში გადაყვანაზე უარს აცხადებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზე ნებისმიერ სიტუაციაში უარს აცხადებს.

“როგორიც არ უნდა იყოს ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მე უარს ვაცხადებ გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზე და მირჩევნია, დავრჩე იქ, სადაც ახლა ვიმყოფები, სანამ ამ სიტუაციას არ დაასრულებს ან ჩემი სიკვდილი, ან ჩემი თავისუფლება. ნებისმიერ სიტუაციაში უარს ვაცხადებ გლდანის ციხეში ჩემს გადაყვანაზე”, — აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილის განცხადება მის ოფიციალურ ფეისბუკგვერდით გავრცელდა.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში პირველ ოქტომბერს დააკავეს და მას შემდეგ შიმშილოს. ხელისუფლება სააკაშვილის სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში გადაყვანას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. სააკაშვილის ადვოკატები მიიჩნევენ, რომ მესამე პრეზიდენტის ციხის საავადმყოფოში გადაყვანით საფრთხე შეექმნება მიხეილ სააკაშვილს პირად უსაფრთხოებას. ასევე, ის ვერ მიიღებს ადეკვატურ სამედიცინო დახმარებას.

აკმაყოფილებს თუ არა ციხის საავადმყოფო სააკაშვილისთვის საჭირო პირობებს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი