ახალი ამბები

გუშინ სულ 1877 ადამიანი აიცრა

25 ოქტომბერი, 2021 • 1079
გუშინ სულ 1877 ადამიანი აიცრა

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში სულ 1877 აცრა ჩატარდა. ეს ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა. უცნობია, ამ სტატისტიკიდან რამდენია პირველი აცრა, ხოლო რამდენი – მეორე.

მას შემდეგ, რაც საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო, ეს არის დღიური აცრების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი. აგვისტოში დღეში 20 ათასზე მეტი ადამიანი იცრებოდა.

რაც შეეხება გუშინდელი 1877 აცრის რეგიონულ განაწილებას, ყველაზე მეტი ადამიანი თბილისში აიცრა 957, მეორე ადგილზეა – იმერეთი, მე-3 – აჭარა.

ამ დროისთვის ქვეყანაში ორი დოზით აცრილია 917 638.

ამავე თემაზე გირჩევთ

ვაქცინაცია შენელდა – სად დაუშვა სახელმწიფომ შეცდომა?

 

მასალების გადაბეჭდვის წესი