ახალი ამბები

თაბაგარი და სხვები გაათავისუფლეს — „თბილისი პრაიდი“

16 ოქტომბერი, 2021 • 1514
თაბაგარი და სხვები გაათავისუფლეს — „თბილისი პრაიდი“

„თბილისი პრაიდის“ ინფორმაციით, პოლიციელებმა უკვე გაათავისუფლეს ორგანიზაციის დამფუძნებელი გიორგი თაბაგარი და სხვა პირები.

ისინი პოლიციამ რამდენიმე საათის წინ თბილისში, ბარ „საქსესთან“ დააკავა.

„აღშფოთებულები ვართ პოლიციის მსგავსი მოქმედებებით! აქამდე თუ პოლიცია თვალს ხუჭავდა ლგბტქ ადამიანების მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე, ახლა იგი თავად გადავიდა თემის წევრების დევნაზე. კერძოდ, დღეს ეს ბართან რეიდის ფორმით მოხდა. თუმცა დღევანდელი მოვლენები უფრო ფართო პროცესის ნაწილია, რომლის მიზანია ლგბტქ აქტივისტებისა და მთლიანად სამოქალაქო საზოგადოების რეპრესია“, — აცხადებს თბილისი პრაიდი.

შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნული პირები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელისთვის წინააღმდეგობისთვის დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების მიხედვით.

მასალების გადაბეჭდვის წესი