ახალი ამბები

პოლონელმა დეპუტატებმა სააკაშვილის გასათავისუფლებლად ევროსაბჭოს და ევროკავშირს წარმომადგენლებს მიმართეს

15 ოქტომბერი, 2021 • 1959
პოლონელმა დეპუტატებმა სააკაშვილის გასათავისუფლებლად ევროსაბჭოს და ევროკავშირს წარმომადგენლებს მიმართეს

პოლონეთის სეიმის წევრის, მალგოჟატა გოშიევსკას ინფორმაციით, პოლონელმა დეპუტატებმა ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ადამიანის უფლებების საკითხზე პასუხისმგებელ პირებს მიმართეს, მიიღონ ზომების საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ციხიდან გასათავისუფლებლად.

„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებიდან გამომდინარე, ჩემი ინიციატივით შედგა პოლონეთის პარლამენტის წევრების შეხვედრა, რომლის დროსაც აპელაციით მივმართეთ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, დუნია მიატოვიჩსა და ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, ეამონა გილმორეს, რომ დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები და დაარწმუნონ საქართველოს ხელისუფლება, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ მიხეილ სააკაშვილი”, — წერს პოლონელი დეპუტატი სოციალურ ქსელში.

მასალების გადაბეჭდვის წესი