ახალი ამბები

ზუგდიდელებს ვთხოვ, ხვალ შევიკრიბოთ აქციაზე – ნიკა მელია

8 ოქტომბერი, 2021 • 973
ზუგდიდელებს ვთხოვ, ხვალ შევიკრიბოთ აქციაზე – ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია ეხმაურება ზუგდიდის საოლქო კომისიაში განვითარებულ პროცესებს და მხარდამჭერებს 9 ოქტომბერს, შაბათს, ზუგდიდში შეკრებისკენ მოუწოდებს.

მელიამ, რომელიც ამჟამად ზუგდიდში იმყოფება, სპეციალურ ბრიფინგზე დააანონსა აქცია. მან თქვა, რომ კონკრეტულ დროს მოგვიანებით გამოაცხადებს.

„როდესაც დარწმუნდნენ, რომ ოცნება კარგავს უმრავლესობას, ადგნენ და [ენმ-ის კანდიდატს] მანუჩარ ფიფიას პირველ ტურში გამარჯვებული მაჟორიტარი გუშინ ღამე ქურდულად წაართვეს საარჩევნო ზონდერებმა“, – განაცხადა მელიამ.

„ხელოვნურად დაძრეს ხმის გადათვლის პროცესი და პირველ ტურში გამარჯვებული დეპუტატი გამოაცხადეს დამარცხებულად. წარმოუდგენელი რამ ჩაიდინეს“, – აცხადებს პარტიის თავმჯდომარე.

მელიას თანახმად, 2 ოქტომბერს აღნიშნულ უბანზე ერთი საჩივარიც არ დაუწერიათ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს და ხმების გადათვლის საფუძველი არ ჰქონდათ.
წინა ღამით, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მე-11 მაჟორიტარულ ოლქში 4 უბნის ხმების გადათვლის შედეგად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზუგდიდის საკრებულოში მოპოვებული გარანტირებული უმრავლესობა დაკარგა.

ეს ერთადერთი საკრებულო იყო, რომელსაც პირველივე ტურის წინასწარი შედეგებით „ნაციონალური მოძრაობა“ უმრავლესობით აკომპლექტებდა. უმრავლესობის ხელახლა მოპოვების შანსი პარტიას მეორე ტურში აქვს.

“ოცნება” ზუგდიდის 4 უბნის გადათვლას ითხოვს, რამაც შეიძლება შედეგები შეცვალოს

ვრცლად:

“ოცნება” ზუგდიდის 4 უბნის გადათვლას ითხოვს, რამაც შეიძლება შედეგები შეცვალოს

მასალების გადაბეჭდვის წესი