ზუგდიდში ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქების შედეგად 2 ადამიანი დაშავდა.

სავარაუდოდ, ბენზინგასამართ სადგურზე მანქანა აფეთქდა.

როგორც ნეტგაზეთს საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

მათივე ცნობით, აფეთქების შედეგად დაშავებული ორივე პირი კლინიკაში კონტაქტურ მდგომარეობაში გადაიყვანეს.