ახალი ამბები

აშშ ხელისუფლებას სააკაშვილის მიმართ სამართლიანი მოპყრობისკენ მოუწოდებს

5 ოქტომბერი, 2021 • 996
აშშ ხელისუფლებას სააკაშვილის მიმართ სამართლიანი მოპყრობისკენ მოუწოდებს

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა „მთავარი არხის“ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომ აშშ ყურადღებით აკვირდება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გარშემო მიმდინარე მოვლენებს.

“ჩვენ ინფორმირებული ვართ სააკაშვილის დაკავების შესახებ და მოვლენათა განვითარებას ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყონ სააკაშვილის მიმართ სამართლიანი მოპყრობა საქართველოს კანონისა და საქართველოს მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით საერთაშორისოდ აღებული ვალდებულებების შესაბამისად”, — განაცხადა ნედ პრაისმა.


საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. ის უკრაინიდან საქართველოში არალეგალური გზით შემოვიდა. სააკაშვილმა დაკავებამდე ბათუმიდან ორი ვიდეო გამოაქვეყნა.

ყოფილი პრეზიდენტის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით დააკავეს სამი პირი. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით ბრალი წარუდგინეს თავად სააკაშვილსაც.

მიხეილ სააკაშვილს საქართველოში პატიმრობა შეფარდებული აქვს ორ საქმეზე, ორთან დაკავშირებით კი სასამართლო განხილვები დასრულებული არ არის. თავად ყოფილი პრეზიდენტი ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

რა თქვა მიხომ, ჩამოვდივარო? — ღარიბაშვილი სააკაშვილზე

მასალების გადაბეჭდვის წესი