ახალი ამბები

ფეისბუკის ვებსაიტი და მესენჯერი გაითიშა

4 ოქტომბერი, 2021 • 3012
ფეისბუკის ვებსაიტი და მესენჯერი გაითიშა

სოციალური ქსელ ფეისბუკის ვებსაიტი და მობილური აპლიკაცია მიუწვდომელია. ამ დროისთვის [19:50 საათი] საიტის ყველა ფუნქცია გათიშულია.

ვებსაიტზე შესვლისას ჩნდება შეტყობინება – „ბოდიში, რაღაც შეცდომა დაფიქსირდა, ჩვენ ამაზე უკვე ვმუშაობთ და მას მალევე შევასწორებთ,“.

ჯერჯერობით უცნობია ხარვეზის მიზეზი, თუმცა ის გლობალურია. ამაზე სხვა სოციალურ ქსელზე – „თვითერზე“ ათასობით მოქალაქის მიერ გამოქვეყნებული პოსტები მოწმობს. მათ შორის არის ხუმრობებიც.

„მივრბივარ თვითერისკენ, მას შემდეგ, რაც ფეისბუკი გაითიშა“, – წერს ერთ-ერთი მომხმარებელი.

განახლება: მალევე ფეისბუკმა თვითერზე თავად გამოაქვეყნა განცხადება, სადაც წერია, რომ კომპანიამ იცის შეფერხების შესახებ და მის აღმოსაფხვრელად მუშაობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი