ახალი ამბებისაზოგადოება

კანდიდატი ქალების ნაკლებობა დემოკრატიისთვის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა – დევიდ ერაი

3 ოქტომბერი, 2021 • 2207
კანდიდატი ქალების ნაკლებობა დემოკრატიისთვის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა – დევიდ ერაი

საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს, რომ საქართველოში გუშინ, 2 ოქტომბერს გამართულ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე კანდიდატი ქალების რაოდენობა ძალიან დაბალი იყო, რაც სამართლებრივ ჩარჩოებს ეწინააღმდეგება. ამის შესახებ ალბერტ ჯონსონმა და დევიდ ერაიმ დღეს, 3 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე არჩევნების შეფასებისას ისაუბრეს.

ეუთოს წარმომადგენელმა, ალბერტ ჯონსონმა აღნიშნა, რომ მერობის ათი კანდიდატიდან ქალი მხოლოდ ერთი იყო, ასევე, მხოლოდ ერთი ქალი იყო მაჟორიტარობის შვიდი კანდიდატიდანაც.

“ქალები აქტიურად არ იღებდნენ მონაწილეობას კამპანიაში, მხოლოდ რამდენიმე ქალი იღებდა მონაწილეობას, ძირითადად ეს ხდებოდა დედაქალაქში. ათი მერობის კანდიდატიდან- მხოლოდ ერთი  და შვიდი მაჟორიტარული კანდიდატიდან მხოლოდ ერთი,იყო ქალი. კანდიდატების სიები პროპორციული მანდატებისთვის არის სავალდებულო, რომ არსებობდეს, სულ მცირე, ერთი ყოველ სამ კანდიდატში. ქალთა წილმა, საერთო ჯამში, ვერ მიაღწია 42.5%-ს”, – განაცხადა ჯონსონმა.

დევიდ ერაიმ კი ადგილობრივი დემოკრატიისთვის ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობად შეაფასა არჩევნებში კანდიდატებად ქალების ნაკლები მონაწილეობა . მისი თქმით, ქალები აქტიურად არიან ჩართული საარჩევნო კომისიებში, თუმცა პოლიტიკურ ლანდშაფტში მათი რაოდენობა ძალიან დაბალია:

“ჩვენთვის, კონგრესისთვის, ეს არის მეორე ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა, რაც გუშინდელ არჩევნებში გამოიკვეთა. როგორც იცით, ჩვენ დავიწყეთ სიტუაციის გაანალიზება, სადაც 64 კანდიდატიდან მხოლოდ ერთი ქალი იყო და ახლა არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ გაუმჯობესდეს სიტუაცია და კანდიდატების სია პროპორციული მანდატებისთვის. ვიცით, აუცილებელია, რომ ყოველი სამი კანდიდატიდან, სულ მცირე, ერთი უნდა იყოს საპირისპირო სქესის წარმომადგენელი, თუმცა პრაქტიკაში ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ ეს რეგულაცია სრულდება და სინამდვილეში ვერ ვხედავთ იმ შედეგებს, რაც კანონით არის გათვალისწინებული. ფაქტობრივად, არ არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ საკრებულოში მანდატები ქალებმა მოიპოვონ, და ეს ახალი კანონმდებლობის სულისკვეთებას არ შეესაბამება. ასევე, ეს გახლავთ ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა ადგილობრივი დემოკრატიისთვის”, – განაცხადა დევიდ ერაიმ.

ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია ამოქმედდა 26 აგვისტოს და ქვეყანაში 4 სექტემბრიდან მუშაობდა მისიის 30 გრძელვადიანი დამკვირვებელი. მთლიანობაში, აღნიშნული მისიის ფარგლებში არჩევნებს 300-ზე მეტი დამკვირვებელი აკვირდებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი