ახალი ამბები

ოდიშარიამ დეპუტატ ქალებს შეურაცხყოფა მიაყენა

3 აპრილი, 2024 • 2176
ოდიშარიამ დეპუტატ ქალებს შეურაცხყოფა მიაყენა

„ესაა მოუტ***ნელი ქალების სინდრომი“, – ამ შეურაცხმყოფელი სიტყვებით  მოიხსენია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები დღეს, 3 აპრილს, პარლამენტში.

ოდიშარიამ ეს შეურაცხმყოფელი რეპლიკა სხდომათა დარბაზში იმ დროს თქვა, როდესაც პარლამენტის ტრიბუნიდან „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი გამოდიოდა და გენდერული კვოტირების გაუქმებას აკრიტიკებდა.

„არ მიკვირს განსაკუთრებული შეტევა ქალებზე და ქალ დეპუტატებზე. თქვენ ხომ ის პარტია ხართ, რომლის მთავარი პროპაგანდისტები და აპოლოგეტები დადასტურებულად სექსუალურ შევიწროებაში მხილებული ადამიანები არიან და გადაფარებული ხართ ამ ხალხზე“, – ამბობდა ანა ნაცვლიშვილი, რა დროსაც ბექა ოდიშარიამ ქალებს შეურაცხყოფა მიაყენა.

მასალების გადაბეჭდვის წესი