ახალი ამბები

ქალზე მოძალადის პარლამენტის თავმჯდომარედ დანიშვნა სახიფათო გზავნილია – ბოკუჩავა

1 თებერვალი, 2022 • 1715
ქალზე მოძალადის პარლამენტის თავმჯდომარედ დანიშვნა სახიფათო გზავნილია – ბოკუჩავა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თინა ბოკუჩავა, სიტყვით გამოსვლისას შალვა პაპუაშვილს მიმართავს და ამბობს, რომ სამწუხაროა, როცა პარლამენტის თავმჯდომარედ ინიშნება ადამიანი, რომელსაც ქალზე ძალადობა ღიად შეუძლია.

ბოკუჩავა საუბრობს 18 ივლისს მომხდარ ფაქტზე, რა დროსაც „ოცნების“ კაცმა დეპუტატებმა ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების წინააღმდეგ პირდაპირ ეთერში ფიზიკური ძალა გამოიყენეს და ძალით გადააადგილეს.

„უპირველეს ყოვლისა, რადგან ეს პირველი შესაძლებლობაა, რომ ვისაუბრო თქვენ მიერ წაყვანილ სხდომაზე, ბატონო შალვა, უნდა ვთქვა, რომ ჩემი აზრით, ძალიან სამწუხაროა და ძალიან სახიფათოა, როდესაც მმართველი გუნდი იღებს გადაწყვეტილებას, რომ პარლამენტის თავმჯდომარედ დაინიშნოს ადამიანი, რომელსაც შეუძლია ღიად იძალადოს ქალზე და შემდეგ გაამართლოს ქალთა მიმართ ძალადობა. ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან სახიფათო გზავნილი ქვეყანაში, სადაც ქალთა მიმართ ძალადობა არის სერიოზული პრობლემა და ეს კიდევ ერთხელ მეტყველებებს თქვენს ღირებულებებსა და პრინციპებზე. არა მხოლოდ პირადად თქვენზე, ბატონო შალვა, არამედ თქვენი პოლიტიკური გუნდის“, – ამბობს ბოკუჩავა.

ბოკუჩავას ამ სიტყვებს არ გამოხმაურებია პაპუაშვილი, თუმცა კომენტარი გააკეთა ანრი ოხანაშვილმა, რომელმაც თქვა, რომ პაპუაშვილის ქმედება იყო – „ ადეკვატური და არა – ძალადობრივი, როგორც თქვენ ეს გსურთ რომ მონათლოთ“.

ნახეთ ამაზე ვრცლად:

დეპუტატი მანდატურის ფუნქციით — როგორ იძალადეს ქალებზე პარლამენტში

 

მასალების გადაბეჭდვის წესი